ხშირად დასმული კითხვები

როგორ უნდა მივიღო კომპენსაცია?

კომპენსაციის მისაღებად საჭიროა მხოლოდ შეავსოთ აპლიკაცია და გამოაგზავნეთ განაცხადი ჩვენი საიტის მეშვეობით. ამ ყველაფერს მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდება და ეს აბსოლუტურად უფასოა.

 

აპლიკაციის მიღების შემდეგ ჩვენ ჩავატარებთ საქმის პირველად გამოკვლევას, დავადგენთ დაგვიანების დროსა და შევაგროვებთ ყველა საჭირო ინფორმაციას.

 

მოძიებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მოვამზადებთ დოკუმენტებს, შევიტანთ სარჩელს კომპენსაციის მიღების მოთხოვნით და ვაწარმოებთ პროცესს ავიაკომპანიასთან. საჭიროების შემთხვევაში მივმართავთ ზემდგომ ინსტიტუტებსა და სასამართლოს.

 

საქმის დასრულების შემდგომ დაგიკავშირდებით და შედეგს შეგატყობინებთ ელ.ფოსტით საშუალებით

რა სიტუაციაში მეკუთვნის კომპენსაცია?

კომპენსაცია გეკუთვნით იმ შემთხვევაში თუ გქონდათ რომელიმე ქვემოთ აღნიშნული სიტუაცია:

 

რეისი დაგვიანდა და დანიშნულების ადგილასს ჩახვედით ბილეთზე აღნიშნულ დროზე მინიმუმ 3 საათთ გვიან

რეისი გააუქმა ავიაკომპანიამ და არ შეგატყობინათ ამის შესახებ ფრენამდე მინიმუმ 14 დღით ადრე

გამოტოვეთ დამაკავშირებელი რეისი – პირველ რეისზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია მეორე დამაკავშირებელი ფრენის გამოტოვება და რეისი დანიშნულების ადგილას ჩავიდა დაგეგმილზე მინიმუმ 3 საათით გვიან

უარი გეთქვათ თვითმფრინავში ჩასხდომაზე, რადგან ბორტზე არ აღმოჩნდა საკმარისი ადგილები

რაზეა კომპენსაციის ოდენობა ?

კომპენსაციის ოდენობა გამოითვლება კონკრეტული რეისის მიხედვით და დამოკიდებულია ორ ქალაქს შორის საფრენი კილომეტრების რაოდენობაზე

 

250 ევრო – რეისები 1500 კილომეტრამდე

400 ევრო – ფრენა ხორციელდება 1500დან 3500 კილომეტრამდე მანძილზე

600 ევრო – რეისი ხორციელდება 3500 ან მეტი კილომეტრის მანძილზე

 

მაგალითად: თუ თქვენ შეგექმნათ პრობლემა რეისზე პარიზი-ქუთაისი, თქვენ გეკუთვნით კომპენსაცია 400 ევრო, რადგან საფრენი კილომეტრების რაოდენობა შეადგენს 3160 კილომეტრს

რა თანხა უნდა გადავიხადო საქმის დასაწყებად და კომპენსაციის მოსათხოვად?

არაფერი, ეს აბსოლუტურად უფასოა. თქვენ არ გვიხდით არაფერს თანხას საქმის დაწყებიდან წარმატებულად დასრულებამდე. თუ ჩვენ მოვიგებთ საქმეს და მივიღებთ კომპენსაციას, ვიღებთ 25% მომსახურების საკომისიოს ამავე კომპენსაციიდან. თქვენ არ იღებთ არანაირ ფინანსულ ვალდებულებას

არის საჭირო რაიმე ტიპის დაზღვევა კომპენსაციის მოსათხოვად?

არა! კომპენსაციის მოთხოვნას არ აქვს კავშირი დაზღვევასთან და არ გჭირდებათ არანიირი დაზღვევა რათა მიიღოთ ფრენის კომპენსაცია

თუ მთელი ოჯახი ვმგზავრობდით, ყველას გვეკუთვნის კომპენსაცია?

დიახ! კომპენსაცია განკუთვნილია რეისზე მყოფი ყველა მგზავრისთვის და ყველა მგზავრს შეუძლია მოითხოვოს ის.

არასრულწლოვან მგზავრსაც ეკუთვნის კომპენსაცია?

დიახ, არასრულწლოვან მგზავრსაც ეკუთვნის კომპენსაცია თუ მისი ასაკი აღება 2 წელს. არასრულწლოვნის კომპენსაცია შეუძლია მოითხოვოს მშობელმა ან მეურვემ

შესაძლებელია კომპენსაციის მოთხოვნამ შემიქმნას რაიმე პრობლემა ავიკომპანიასთან?

არა, რა თქმა უნდა. კომპენსაციის მოთხოვნა არის თქვენი კანონით მონიჭებული უფლება და ეს არანაირ გავლენას არ იქონიებს თქვესა და ავიაკომპანიის ურთიერთობაზე